,,გორის ახალგაზრდული იდეა" ,,ევროპის ფონდის" მხარდაჭერით აცხადებს
მოხალისეთა მიღებას საერთაშორისო პროექტში- ,,წყალი სანიტარია და
ჰიგიენა".
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ათუკა სამადალაშვილი გვიყვება,
მსგავსი სახის პროექტს თანატოლები აფხაზეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინაში
ახორციელებენ.
პროექტში ჩართულნი იქნებიან ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში
მცხოვრები, 13- დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
,,ჩვენ ვიწვევთ აქტიურ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი წვლილი
შეიტანონ თემის განვითარების საკითხში, გაიუმჯობესო ლიდერული
უნარ-ჩვევები, მიიღონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების,
აქტივიზმის აუცილებლობის, წყლის რესურსებისა და მათი დაზოგვის
შესახებ.'' - აცხადებს ათუკა სამადალაშვილმა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და
გაგზავნონ სამოტივაციო წერილი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება:
1. ოთხი საინფორმაციო შეხვედრა მოწვეულ ტრენერებთან.
2. ორი დასუფთავების აქცია
3. საინფორმაციო ბუკლეტების/პოსტერების გავრცელება
4. დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება.
თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება შესაბამისი, ორენოვანი
სერტიფიკატით.
შეირჩევა 25 მოხალისე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით -
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე -
https://www.facebook.com/SCHANGE2021/?ref=pages_you_manage