პენსიონერები, რომლებიც 1 იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინით აიცრებიან, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. ამის
შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს
სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
"დღეიდან 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული
პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი
გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ". - ამბობს ღარიბაშვილი.