კორონავირუსით ინფიცირებული 90 წლის ქალისთვის საავადმყოფოებში ადგილი
არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ქარელის სოფელ ახალსოფლიდან გვაცნობეს.
ახლობლების თქმით, ქალს სუნთქვის აპარატი ჭირდება, თუმცა სახლის
პირობებში ამის საშუალება არა აქვთ:
,,მოხუცი ქალია, თინა ჰქვია. დღეს არ მიგვიღეს არც ქარელში, არც
გორში, არც ხაშურში. არ არის ადგილებიო. იძულებული გავხვდით, რომ ისევ
სოფელში წამოგვეყვანა. 90 წლის ქალია. კორონავირუსი დაუდასტურდა.
სუნთქვის აპარატი სჭირდება'' - გვაცნობეს ახლობლებმა ქარელის სოფელ
ახალსოფლიდან.
გორმედში ადასტურებენ, რომ მათ კლინიკებში (გორში, ქარელსა და ხაშურში
საწოლფონდი 8 ნოემბრის დილიდან აღარ იყო.
,,კლინიკის ინფორმაციით, ,,გორმედის" ქსელის ყველა კოვიდკლინიკაში
საწოლფონდი სრულად ათვისებულია და სტაციონარული პაციენტების მიღება
ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერის ხარჯზე.'' -
აცხადებენ გორმედში.
რაც შეეხება სხვა კლინიკებს, მათი პოზიცია უცნობია.
90 წლის ქალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განახლდება.