1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა
მოეხსნებათ, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის
დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება, - აღნიშნული
გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ
სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
რესტორნებში სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა
ამ ეტაპზე ძალაში რჩება და აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებაზე
საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე
იმსჯელებს.