საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები
მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას:
კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ
სივრცეებში,
კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ
ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე,
სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო
კურორტების - საბაგირო გზებზე;
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც
შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა
იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული
აქვს 72-საათიანი ვალიდურობის Pჩღ-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის
ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საბჭოს
გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემთხვევაში,
6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია. "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს
18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს
მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე
და დაიცვან სოციალური დისტანცია.