3 დეკემბერს გორის საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბება. სხდომას
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი
წარუძღვება.
საზოგადოებას ის იმ დეპუტატებს წარუდგენს, რომლებმაც 2021 წლის 2
ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვეს.
დღეს საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ის საკითხები დაამტკიცა,
რომელსაც ბოლო სხდომაზე 3 დეკემბერს განიხილავს. დღის წესრიგის
მიხედვით, მოუსმენენ შესყიდვების სამსახურის, ტრანსპორტის სააგენტოსა
და ეკონომიკური სამსახურის უფროსებს.
5 ოქტომბრის მონაცემებით, საკრებულოს შემადგენლობა 3 პარტიით
დაკომპლექტდება:
,,ქართული ოცნება'' - 12 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 11 -
მაჟორიტარული სიით. (შემადგენლობის 65%)
,,ნაციონალური მოძრაობა'' - 9 პროპორციული სიით, 1 - მაჟორიტარული.
(შემადგენლობის - 26%)
,,გახარია - საქართვლოსთვიუს'' - 3 პროპორციული სიით - (შემადგენლობის
9%)
გორის საარჩევნო ოლქში, პროპორციულ არჩევნებში, ,,ქართულმა ოცნებამ''
მიიღო 27 117 (48.45%). იმაზე მკვეთრად ნაკლები, ვიდრე მერობის
კანდიდატმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 17 765 ხმა (31.74%); ,,გახარია -
საქართველოსთვის'' - 5742 (10.26%)
უფრო კონკრეტულად, ნახეთ ვინ შედის საკრებულოში