,,თავისუფლება მიშას'' - ამ ლოზუნგით გორის საკრებულოს შენობის წინ
აქცია გაიმართა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ახალი მოწვევის საკრებულოს
წევრები იქნებიან, პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
გორში დღეს საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბება. 36-წევრიან
საკრებულოში 9 წევრი იქნება ნაციონალური მოძრაობიდან, 3 წევრი -
გახარიას გუნდიდან, დანარჩენი ,,ქართული ოცნება''
სხდომას გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ
მირუაშვილი გახსნის. ის საზოგადოებას 2021 წლის 2 ოქტომბრის
არჩევნების შედეგებს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს
წარადგენს.
შემდეგ უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, სხდომას
წარუძღვება.