2021 წლის 3 დეკემბერს გაიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული
საკრებულოს პირველი სხდომა, რომელმაც ცნო ახლადარჩეული საკრებულოს
უფლებამოსილება.
სხდომაზე ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა -
ჯუმბერ შუბითიძე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - ილია
ქელეხსაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად - თეონა
ყველაშვილი და გიგა მამესწარაშვილი.
საკრებულოს სხდომაზე ასევე აირჩიეს ქარელის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის
თავმჯდომარედ - ცირა ინდუაშვილი; სოციალურ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარედ - მიხეილ ხათაშვილი; ქონების მართვისა და ბუნებრივი
რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - გია კუთხაშვილი; სივრცით
ტერიორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ -
იური ქობესაშვილი; საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ -
კობა ნახუცრიშვილი.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაფუძნდა ორი ფრაქცია: "ქართული
ოცნება - დემოკრატიული საქართველო" (თავმჯდომარე - ყარამან
როინაშვილი) და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (თავმჯდომარე - ილია
ბურჯანაძე)