გარდაიცვალა მეორე დაშავებული ადამიანიც, რომელსაც გუშინ საღამოს
მანქანა დაეჯახა.
შემთხვევა სტალინისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე, ქვეითთა
გადასასვლელზე მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა ორ ქალს დაეჯახა. ერთი ადგილზე დაღუპა, მეორე კი
მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა და
შუქნიშნის წითელი ფერის დაწყებამდე გზის გადაკვეთას ჩქარობდა.
პოლიცია ამბობს, რომ მძღოლის ვინაობა დროულად დაადგინეს.