გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანებისგან მომდინარე საფრთხის
თავიდან ასაცილებლად გორის მერია კიდევ 5 ლოკაციაზე ,,ხელოვნური
უსწორმასწორებების'' მონტაჟს გეგმავს.
ამის შესახებ მოსახლეობის კოლექტიური განცხადებები შესაბამისი
დასახლებების წარმომადგენლებმა უკვე წარადგინეს.
უახლოეს დღეებში ე.წ. ბუგაროვკები დამონტაჟდება ქ. გორში, სამეფოს
ქუჩაზე მდებარე №20 და №22 ბინების მიმდებარედ; ასევე ქ. გორში,
შარტავას ქუჩაზე მდებარე №37 და №40 ბინებს შორის.
რაც შეეხება სოფლებს, ამ ეტაპზე, ,,ხელოვნური უსწორმასწორობები''
სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმიდან სოფელ არაშენდამდე
მოწყობილ გზაზე მოეწყობა, თანაც 3 ლოკაციაზე.
მიმდინარე წელს, გაზაფხულზე, ასეთი უსწორმასწორობები დაამონტაჟეს:
რუსთავის ქუჩა №8-ის მიმდებარედ; ქალაქ გორში, ძმები რომელაშვილების
ქუჩა №81-№82-ის წინ და კოსტავას ქუჩა №69-№80-ის წინ; ქ. გორში,
თუთარაშვილის ქუჩაზე (სტალინის სახლ-მუზეუმის უკან); ქ. გორში, ლეხ და
მარია კაჩინსკების ქუჩაზე და სოფელ ქვახვრელში 3 ლოკაციაზე.