,,რა ფორმოთ მოხდება და როგორ, ამაზე კომენტარს მაშინ გავაკეთებთ,
როდესაც მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შესახებ გადაწყვეტილებას
მიიღებს'' - განაცხადა ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა.
მისი განმარტებით, საზოგადოება ინფორმაციას მაშინ მიიღებს, როდესაც
სახლი გაუქმდება ან რეორგანიზაცია მოხდება.
ქარელის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმების შესახებ განგაში
გახარიას გუნდის წარმომადგენელმა ვასიკო ბაქრაძემ ატეხა. მან
საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მერია სწორედ ვასიკო ბაქრაძის
გამო, აუქმებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს:
,,აუქმებს იმის გამო, რომ არ მოსწონს იქ დასაქმებული ადამიანები'' -
განაცხადა ბაქრაძემ საკრებულოს სხდომაზე.
ვასიკო ბაქრაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მერიის
კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს
კურატორობდა.
ახლა, ბაქრაძე ყოფილი პრმიერი-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში და
საკრებულოშიც მოხვდა.
ქარელის 2022 წლის ბიუჯეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის
წელიწადში 23 400 ლარია გათვალისწინებული.