კარალეთიდან ერთგნეთის საგუშაგობე ღამის განათებებს დააყენებენ. ამის
შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.
სანათების მონტაჟი ჯამში 1,5 მლნ ლარი დაჯდება. გამარჯვებული კომპანია
3 დღეში გამოვლინდება.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.
ტყვიავის, ქიწნისის, ასევე ძევერის მოსახლეობა წლებია ითხოვს, რომ
აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა საკმაოდ სახიფათოა. გახშირებულია
ავარიები, რაც მსხვერპლს იწვევს.
ერთ-ერთი ვერსიით, როგორც გორის მერიის ტრანსპორტის სამსახურში
განიხილავდნენ, ავარიებს გაუნათებელი გზები იწვევს. მოსახლეობა კი
პატრულირების გაძლიერებას ითხოვს.
რაც შეეხება გარეგანათების მოწყობას, ჯამში ღამით 20 კმ-იანი გზა
განათდება. სანათებს შორის მანძილი იქნება 35 მ.
ფოტოზე: გორი-კარალეთის განათებული გზა