გორის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში წყლის მილი გასკდა.
ამის გამო, დაზიანდა პირველი სართულის პალატები.
სამხედრო ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიური
განყოფილების ინჟინრის, შოთა ბაბიაშვილის ცნობით, წყლის მილია
დაზიანდა პირველ სართულის პალატებში:
,,მოხდა წყლის ჭარბი ოდენობის გაჟონვა, რამაც გამოიწვია კედლების და
იატაკის დაზიანება'' - აღნიშნავს მოხსენებით ბარათში შოთა
ბაბიაშვილი.
შემთხვევა, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 6 დეკემბერს მოხდა.
ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რევაზ ხარჩილავას
ცნობით, ზიანის ოდენობამ 50 000 ლარს მიაღწია:
,,შეფერხდა პაციენტების მომსახურება, დაზიანდა პალატები, რომლებიც
საჭიროებენ სასწრაფო შეკეთებას. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს
რეაგირებისთვის'' - სწერს ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსი გიორგი
ჯავახიშვილი ჰოსპიტლის დირექტორს.
როგორც დოკუმენტებით ირკვევა, წყალი მეორე სართულიდან ჩავიდა, რამაც
დააზიანა კონდინციორებიც კი.