კასპში ტრენაჟორები დაამტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის
მერია ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, დაზიანებული ის გარეტრენაჟორები, რომელიც
მერიამ სულ ცოტა ხნის წინ დაამონტაჟა:
,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 10 კომპლექტი გარე
გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოაწყო, მათ შორის 5 ქალაქის
ტერიტორიაზე. სწორედ ქალაქის ტერიტორიაზე, ე.წ. "ჩინოაანთ ხევში"
მდებარე ტრენაჟორები სულმდაბალმა ადამიანებმა საშინლად დააზიანეს და
მოსახლებას მისით სარგებლობის საშუალება შეუზღუდეს.'' - წერს
პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დალი კორკომაშვილი.
თვითმმართველი ერთეულის ქონების დაზიანების ფაქტზე დაწყებულია
გამოძიება.