ახალი წლის დღეებში კასპის მერია კოვიდისგან დაზარალებულ პირებს
საკვებს დაურიგებს.
ამის შესახებ მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბიუჯეტიდან 4900 ლარი გამოყო.
პროგრამა გათვალისწინებულია 100 ოჯახზე.
პროგრამის მიხედვით, თითო ოჯახს შეხვდება 2 კგ წიწიბურა, 2 კგ ბრინჯი,
3 კგ შაქარი, 3 კგ ფქვილი, 2 კგ მაკარონი, 2 კგ ვერმიშელი და 1 ლიტრი
ზეთი.
როგორც მერიაში განმარტავენ, 24 დეკემბრამდე შეარჩევენ იმ კომპანიას,
რომლისგანაც საკვებს შეიძენენ.