აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე 10 სახერხ საამქროში ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიება
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
,,რეგისტრირებულ სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოვლინდა როგორც
დაუფირნიშებელი მორები, ისე დახერხილი ხე-მასალა, რომელიც არ იყო
ასახული ელექტრონულ ჟურნალში. ამასთან, სახერხ საამქროებში გამოვლინდა
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის სხვა ფაქტები, როგორიც არის
შესაბამისი ბუნკერის ან ღობის არქონა. შედგა შესაბამისი ოქმები'' -
აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუ სად მდებარეობს ეს საამქროები.