როკის გვირაბის სიახლოვეს ზვავი ჩამოწვა. ოფიციალურად ცნობილი ხდება,
რომ დაიღუპა 2 სამხედრო პირი.
თავდაპირველად 5 სამხედროს ეძებდნენ. 2 ჯარისკაცი კი საავადმყოფოში
გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ზვავი სამხედრო ყაზარმის
სიახლოვეს ჩამოწვა.
სამძებრო სამუშაოებში ცხინვალიდან 20-მდე მაშველი იყო ჩართული.
მაშველები გამოგზავნეს ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სამსახურიდანაც.
უხვი თოვლის გამო, ტრანსკავკასიური მაგისტრალი 19 დეკემბრიდანაა
დაკეტილი.