გორის მერიამ კომპანია ,,ზუკამშენი'' შავ სიაში შეიყვანა იმის გამო,
რომ სოფელ ტინისხიდიში მოსაცდელი არ ააშენა.
მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2020 წლის 29 ივნისს
გაფორმდა, სამუშაოები 3 დღეში უნდა დაწყებულიყო და 31 ოქტომბერს
დასრულებულიყო.
ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 22 140 ლარი.
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ობიექტი
3-ჯერ შეამოწმეს - პირველად 28 ივლისს, შემდეგ 11 და 23 აგვისტოს.
საბოლოოდ, ტინისხიდის მოსაცდელი აუშენებელი დარჩა. 2021 წლის 9
ნოემბერს გორის მერმა კომპანია შავ სიაში შეიყვანა.