გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშილის პროზაული კრებული
,,ოთხი მოთხრობა" ლიტერატურული კრებულის ,,საბას" გამარჯვებული
გახდა.
ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პროზაული კრებული"" დასახელდა მისი
,,ოთხი მოთხრობა"".
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს:
გამარჯვებულები გახდნენ:
წლის საუკეთესო რომანი: თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი
მაყვალი“(სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა
წავა“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა: პაატა ციკოლია, „მედეა s01e06“
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: ნანა აბულაძე რომანი: „აკუმი“
(ინტელექტი); ირინა ტაბაღუა პოეტური კრებული: „ტელეფას ცხვარი“
(ინტელექტი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა
ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა); ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი
შეშლილობა?! (ლოგოსი)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: მარიამ ხუცურაული,
„მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი: ანი კოპალიანი,
ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების
შესახებ” (ინტელექტი); გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა
მესნევი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის მიიღო პოეტმა და მთარგმნელმა გივი შახნაზარმა
წელს ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველომ“ დააწესა. ჯილდო ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა
ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ მიიღეს ბიძინა მაყაშვილმა
რომანისთვის „ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ივა
ფეზუაშვილმა რომანისთვის „ბუნკერი“ (ინტელექტი).
პრემია „საბას“ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროზაიკოსი ბესო
სოლომონაშვილი, პოეტი და პროზაიკოსი ალექსანდრე ლორთქიფანიძე,
დრამატურგი დავით გაბუნია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე, პროზაიკოსი
ნესტან-ნენე-კვინიკაძე.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი
დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია წლის
საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.