ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 661 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 924 368-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.21%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 841 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 881 863.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 69 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 228,
ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 56, გურია - 42, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი -
22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967
საიდანაც:
5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 119, აჭარაში - 535, იმერეთში - 999.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში - 558,
აჭარაში - 125, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
301 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 35, იმერეთში - 34.
920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 592 -
თბილისში, 211- აჭარაში