31 დეკემბერს ხაშურში კონცერტს ,,რეზო და ბავშვები'' გამართავს
31 დეკემბერს, ხაშურში საახალწლო ნაძვის ხესთან კონცერტს ჯგუფი ,,რეზო
და ბავშვები'' გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება. როგორც ორგანიზატორები ცხადებენ,
ხაშურელებს მთავარ ნაძვისხესთან უამრავი სიურპრიზი და ჯადოსნური
წუთები ელოდება.