დასრულდა სასკოლო "რა? სად? როდის? 2021", სადაც გამარჯვებული გახდა
გორის პირველი საჯარო სკოლის გუნდი "Sherlok Homies"
ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი იყო შიდა ქართლის ახალგაზრდული
ცენტრი - ინოვატორი.
ამავე შეჯიბრში საუკეთესო მოთამაშედ ნატა ტოლიაშვილი
დასახელდა.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას სულ იღებდა 15 გუნდი, სადაც 8
რაიონის, ხოლო 7 ქალაქის სკოლა იყო.
,,გვინდა ეს პროექტი ტრადიციათ ვაქციოთ, რადგან კოვიდ პანდემიის
ეპოქაში განებივრებულები არ არიან მოსწავლეები ასეთი სახის
ღონისძიებებით და აქტივობებით. წარმატებები ყველა სკოლას და
ვიმედოვნებთ, რომ შევხვდებით არა ერთხელ'' - აღნიშნავენ
ორგანიზატორები.