გორში 54 წლის ასაკის მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს კომბინატის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის
წინ მოხდა.
დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც შემდეგ ეზოში გაგრძელდა.
ჩხუბის დროს დაიჭრა ერთი მამაკაციც. ჩხუბში მონაწილეობდნენ ძმები
ქასანაშვილები და მათთან მყოფი ერთი პირი. გარდაცვლილია ერთ-ერთი
ძმა.
გორის პოლიციამ გარდაცვლილის ძმა დააკავა.
შს სამინისტროს ცნობით, 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი
კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1967 წელს
დაბადებული ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.