სპეციალური ჯილდო გორის უნივერსიტეტს - მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
2021 წლის 25 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „მეცნიერების კვირეული - 2021“-ის
შემაჯამებელ ღონისძიებაზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს
მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განკასუთრებული წვლილის გამო
გადაეცა სპეციალური ჯილდო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ,
ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა „მეცნიერების კვირეული - 2021“-ის
დასკვნით ღონისძიებაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა,
სამეცნიერო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და პროექტის
ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგები
შეაჯამა.
ღონისძიება კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.