იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, 1-10 იანვრის უქმეებზე
ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ და მომხმარებელს ჩვეულებრივ, 09:00 დან 18
საათამდე მოემსახურებიან.
ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უქმეების პერიოდში, მომხმარებლისთვის, სრულად იქნება ხელმისაწვდომი
იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა, 450-ზე მეტი სერვისი.
1- დან 10 იანვრის პერიოდში იმუშავებენ, მობილური იუსტიციის სახლის
ავტომანქანებიც, რომლებიც საქართველოს 6 რეგიონის სოფლებს ჩვეული
გრაფიკითა და პერიოდულობით მიაკითხავენ.
საახალწლო უქმეებთან დაკავშირებით, ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს,
ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს დაისვენებენ.