გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, 31 დეკემბრის ღამეს,
მკვლელობა მოხდა.
გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობაში ბრალდებული კი
ძმაა.
გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა
ბრალდებული იმავე ღამეს დააკავეს.
საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით
(დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა) მიმდინარეობს.