ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მიუსაფარი ცხოველები დაიჭირეს. ე.წ.
რეიდის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გუშინ სოციალურ ქსელში
ვიდეო გამოქვეყნდა.
მიუსაფარ ცხოველთა რეგიონის სააგენტოში აცხადებენ. რომ სტერილიზაცია -
კასტრაციის შემდეგ, ცხოველებს ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.
,,მიმდინარეობდა ე.წ. რეიდი. სააგენტოში გადმოყვანილია 6 ძაღლი.
დანარჩენი ძაღლების გადმოგვყავს, სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს
(ძაღლებსა და კატებს) უზრუნველყოფს შემდეგი პროცედურებით: სამედიცინო
შემოწმება; პოპულაციის მართვა (კასტრაცია, სტერილიზაცია); ცოფის
საწინააღმდეგო აცრა; პარაზიტებზე დამუშავება;
დათაგვა (ყურზე მაგრდება ყვითელი ფერის საჭიდი, აც იმას ნიშნავს რომ
ცხოველი უსაფრთხოა); ღნიშნული პროცედულების გავლის შემდეგ ცხოველი
უბრუნდება ბუნებრივ გარემოს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო 2021 წლის 1 აგვისტოდან ამუშავდა.
ამ ხნის განმავლობაში ხაშურიდან მიღებული ჰყავდათ 80 ძაღლი.