ქალაქის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციების
ნაწილი ვანდალურად დაზიანდა. ამის გამო, მუნიციპალიტეტის მერიამ
დაზიანებული დეკორაციების დემონტაჟი განახორციელა.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილი, სადაც პატარები თოვლის
პაპასთან, ირმებთან და ანგელოზებთან ფოტოებს იღებდნენ, ახლა
ცარიელია.
,,მოგმართავთ უდიდესი თხოვნით, გამოვიჩინოთ სამოქალაქო
პასუხისმგებლობა, გავუხანგრძლივოთ დღესასწაული ჩვენს პატარებს და
გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს'' - მიმართავს მერია
მოქალაქეებს.