გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი გამოავლინეს.
კერძოდ, სოფელ ცხრამუხაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ნახეს,
ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული 4 ერთეული
წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, ამავე ტერიტორიაზე
გაჩერებული მანქანის ძარაზე 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო
განთავსებული.
სოფელ ნარუჯებში კი, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე
ლენტური და ცირკული ტიპის ხერხი და 2 მ3 პირველადი გადამუშავების
პროდუქტი - ფიცარი იპოვეს.
,,ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში
გადაიგზავნება.'' -აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის განცხადებაში.