გორის კეთილმოწყობის სააგეტნტოს დირექტორის გიორგი ბარჯაძის ცნობით,
მათ მოვალეობაში მხოლოდ ქალაქის გზების მოწესრიგება შედის. რაც
შეეხება სოფლებს, აქ მუშაობა კერძო კომპანიების პრეროგატივაა.
ბარჯაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქალაქისთვის 8 ტონა მარილია მზად,
ხოლო 10 ტონამდე მასალა დამატებით მზადდება (ქვიშა-ხრეშთან შეზავების
კუთხით).
,,მე ყველანაირად მზად ვარ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილება
უსაფრთხო იყოს. მე როცა დავინიშნე, ტექნიკური მარილი უკვე შეძენილი
დაგვხდა. ამიტომ, გასული წლის ბიუჯეტიდან მისი შეძენა აღარ
დაგვჭირდა'' - აცხადებს სააგენტოს დირექტორი.
რაც შეეხება სოფლების გზებს, აქ ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო''
მუშაობს.
,,როგორც ვიცი, მათ გადანაწილებული აქვთ უბნები - ნიქოზის
მიმართულებით, მეჯვრისხევის მიმართულებით, უფლისციხის მიმართულებით,
ხოლო ატენის მიმართულებით საგზაო დეპარტამენტი მუშაობს'' - ამბობს
სააგენტოს დირექტორი.