ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში
ელექტროენერგია კვლავ გათიშულია.
ბერბუკი-სვენეთის მიმართულებით, მათი ცნობით, დაზიანების ადგილს კვლავ
ეძებენ.
დენი არ მიეწოდება სოფელ რეხას.
,,ძალიან ბევრი მიმართულებით არის ავარიულად გამორთული დენი.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზუსტ დროს ვერ გეტყვით'' -
გვითხრეს ენერგო კომპანიაში.
შეგახსენებთ, უამინდობის გამო, 15 იანვრიდან გორის სოფლებში
მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.