კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მიკროავტობუსის მოძრაობა
ჩერდება.
ამის შესახებ მოსახლეობას სამგზავრო ტრანსპორტის მძღოლი ბაკურ
მერებაშვილი ავრცელებს
მისი თქმით, საწვავის სიძვირისა და მგზავრთა რაოდენობის სიმცირის
გამო, ყოველდღიურად მოძრაობა უჭირს.
მიკროავრობუსი 9 იანვარს დაინიშნა. ამ მოკლე ხანში მძღოლმა გაწეული
ხარჯების ანაზღაურება ვერ შეძლო.
მოსახლეობა, ფინანსური რესურსების გამოყოფის თხოვნით, კასპის მერიას
მიმართავს.