ახალი ამბები
ერგნეთში მორიგი შეხვედრა დაიწყო
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში განახლდა ოთხმხრივი შეხვედრები.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ანთაძის თქმით, საუბარი შეეხება ბოლო ერთ თვეში გამყოფ ხაზთან არსებულ მდგომარეობას:


,,საუბარი შეეხება როგორც უკანონო დაკავებებს, ასევე ბორდერიზაციის საკითხებს, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს პროცესზე"- აღნიშნა ანთაძემ.

ანთაძის თქმით, მხარეები სოფელ კირბალში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

კირბალში გუშინ რუსეთის სამხედროები სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბორდერიზაციის პროცესის განახლებას გეგმავენ.
Print