გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ძველ შენობებს დემონტაჟი ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ძველი შენობების შესწავლა
დაიწყება, რომლებიც თვითმმართველობის ბალანსზეა.
კერძო აუდიტორული კომპანიისთვის დაახლოებით 30 000 ლარია
გათვალისწინებული.
ქონების შესწავლის შემდეგ მათი დემონტაჟის სავარაუდო ღირებულებას
დაადგენენ. მეორად მასალებს კი სამშენებლო მიზნით გამოიყენებენ.
ძველ შენობებში შედის: კულტურის ყოფილი ცენტრები, ადმინისტრაციული
შენობები და ა.შ.