გამოცხადდა ტენდერი/გორის სოფელ ხიდისთავში შიდა გზა მოასფალტდება 2024 წლამდე
დღეს გორის მერიამ ხიდისთავის შიდა გზის მოასფალტების მიზნით ტენდერი
გამოაცხადა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრებიდან 2 მლნ ლარი
გამოიყო.განცხადების მიხედვით, სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება.
1-ელი ეტაპი 2022 წელს დაიწყება, ხოლო მეორე ეტაპი 2023 წელს
დასრულდება.
სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი წინადადებების შეთავაზება 4
თებევრლიდან უნდა დაიწყოს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თებერვლის
ბოლომდე გამოვლინდება.