გამოცხადდა ტენდერი ხაშურში / ქემფერსა და ცოცხნარამდე ასფალტი დაიგება 2024 წლამდე
დღეს ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ქემფერამდე და ცოცხნარამდე
ახალი ასფალტი დაიგება.
ჯამში გზის სიგრძე 7 კმ-ია.
ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარი გამოიყო. სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპი 2022 წელს დაიწყება, ხოლო მეორე ეტაპი - 2023 წელს
დასრულდება.
როგორც საპროექტო განაცხადშია აღნიშნული, გზა საკმაოდ რთულია და
სანიაღვრეებია საჭირო, ამიტომ სამშენებლო კომპანიის აღეულობით ცხაურის
მოწყობა დასჭირდება.