დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები
10 აპრილს გაიმართება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის
სხდომაზე ოფიციალურად გამოაცხადეს.
ანატოლი ბიბილოვს ე.წ. პრეზიდენტობის ვადა აპრილში უწყდება.
2016 წელს მიღებული დადგენილების მიხედვით, არჩევნები, მოქმედი
პრეზიდენტის ვადის ამოწურვის თვის მეორე კვირა დღეს იმართება.
ანატოლი ბიბილოვს დე-ფაქტო რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტია. ის 2017
წლის 21 აპრილს აირჩიეს.
მანამდე დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იყო - 2014
წლიდან. წარმოადგენს პარტია ,,გაერთიანებულ ოსეთს"-ს.