ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი
მოადგილეებთან ერთად ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული
წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, ალისა და
ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა და
საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა.
ინფორმაცია ხაშურის საკრებულოდან მოგვაწოდეს. საკრებულოს წევრის,
ირინა გოგიტაურის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას
ესაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და კორონავირუსის ვაქცინაციის
წახალისების 200-ლარიანი პროგრამაზე, რომელიც 2022 წლის იანვარშიც
მიმდინარეობს. წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი
ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
ვაქცინაციის კამპანიასა და ბუკლეტების დარიგებაში მონაწილეობა მიიღეს
საკრებულოს მაჟორიტარმა წევრებმა ზაზა სხილაძემ, მუხრან ჩადუნელმა და
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა.
მოსახლეობა ინტერესით შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებს და ვაქცინაციისათვის მზაობა გამოთქვა.