27 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო
მოსახლეობას აფრთხილებს:
28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის
ფარგლებში დაფიქსირდება.
29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში
ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.
31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი.