27 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში
დაფიქსირდა კორონავირუსის17 484 ახალი შემთხვევა.
გასულ დღე-ღამეში კოვიდით გარდაიცვალა 27 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარაში – 2 255, იმერეთში –
2 222, ქვემო ქართლში – 812, შიდა ქართლში – 805, გურიაში – 314,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 766, კახეთში –656, მცხეთა-მთიანეთში –
320, სამცხე-ჯავახეთში – 298, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –
47.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდის 113 771 მიმდინარე აქტიური შემთხვევა,
მათგან 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში – 1 989, აჭარაში – 658, იმერეთში – 979.
მძიმე პაციენტია 980 პირი, მათ შორის, თბილისში – 426, აჭარაში – 127,
იმერეთში – 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი,
მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.