გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის
სტუდენტები ,,კარიტატის'' საქმიანობას გაქცნენ.
როგორც ცენტრის ადმინისტრაცია იუწყება, რამდენიმე სტუდენტმა
საქველმოქმედო ორგანიზაციაში ჩართვა გადაწყვიტა. ,,კარიტასის''
წარმომადგენლები მოწყვლად ჯგუფებს: საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლითა
და მედიკამენტებით ეხმარებიან.
,,მოხალისეებმა სტუდენდებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ხედვები
და მიზნები მომავალი საქმის წარმოებისთვის, რის შედეგადაც რამოდენიმე
სტუდენტმა გამოთქვა სურვილი სხვა და სხვა პროგრამებში მონაწილეობის
მისაღებად.'' - აღნიშნავენ გორის უნივერსიტეტში.
,,კარიტასი'' მსოფლიოს 200- ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს,
საქართველოში კი 1994 წლიდან მუშაობს. ფონდში ფუნქციონირებს " შინ
მოვლის" პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მოხუცებისთვის
როგორც სამედიცინო, ასევე მორალურ დახმარებას.