დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის გამო, ქალაქ გორსა და მის
დაქვემდებარებაში მყოფ სოფლები 18 სკოლა დახურულია.
კოვიდის გავრცელების გამო, სრულად დისტანციურ რეჟიმზე რჩება შემდეგი
სკოლები:
ქალაქი: N3,
N4, N6, N10, N7, N11 და N12
სოფლები:
ქვახვრელი, ქერე, ახალდაბა, მეღვრეკისი, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი,
ერგნეთი, ფხვენისი, შავშვები, ახრისი.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, ამ სკოლებში დისტანციური
სწავლების რეჟიმი დასრულდება 3-4 თებერვალს. კერძოდ:
3 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება ქვახვრელის,
ქერეს, ახალდაბის, გორის N4 და N12 საჯარო სკოლები.
4 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება გორის N3, N6
და მეღვრეკისის საჯარო სკოლები.
4 თებერვლის ჩათვლით სრულად დისტანციურად განახორციელებენ სწავლის
პროცესს გორის N10, N7, N11, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთის,
ერგნეთის, ფხვენისის, შავშვების, ახრისის საჯარო სკოლები.