კასპის მერია თებერვალში კოვიდდაზარალებულებისთვის სასურსათო პაკეტს
ისევ ამზადებს. სოციალური სამსახურის ცნობით, ასეთი კვლავ 100
ოჯახია.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5300 ლარი გამოიყო. გასულ თვეს იყო 4900
ლარი.
პროგრამის მიხედვით, თითო ოჯახს შეხვდება 2 კგ წიწიბურა, 2 კგ ბრინჯი,
3 კგ შაქარი, 3 კგ ფქვილი, 2 კგ მაკარონი, 2 კგ ვერმიშელი და 1 ლიტრი
ზეთი.
როგორც კასპის მერიაში განმარტეს, კოვიდდაზარალებულად ითვლება ისეთი
ოჯახი, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ან კოვიდი აქვთ
დადასტურებული და სამსახური დაკარგეს.