ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 26 320 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 226 444.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
23.40% ხოლო 7 დღის მანძილზე - 26.38%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 030 065.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა - 2 190, იმერეთი - 3
689, ქვემო ქართლი - 1 581, შიდა ქართლი - 1 466, გურია - 439,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 623, კახეთი - 1 298, მცხეთა-მთიანეთი -
617, სამცხე-ჯავახეთი - 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
102.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 181 293
საიდანაც:
5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 126.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 062 პირი, მათ შორის, თბილისში - 399,
აჭარაში - 139, იმერეთში - 339. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
263 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 44, იმერეთში - 23.
2 041 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 193
- თბილისში, 599 - აჭარაში.
173 730 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.