გორში სამუშაო ვიზიტით ძაღლების ცნობილი ფსიქოლოგი ნოდარ
მანჩხაშვილი ჩამოდის. ძაღლების პატრონებს საშუალება ექნებათ, მიიღონ
კვალიფიციური დახმარება და რჩევები მათი ქცევის მართვაზე.
ფსიქოლოგის ნახვა შესაძლებელი იქნება როგორც ბინაზე მიწვევით, ასევე
ვეტერინარული კლინიკა "მარკოში'', რომელიც გორში, ჯორბენაძის ქუჩაზე
(სასამართლოს შენობის წინ) მდებარეობს.
ვიზიტის დაჯავშნის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599383598.
,,კლინიკა "მარკოს" გადაწყვეტილებით და ძია ნოდართან შეთანხმებით,
ტურნეს დროს გამომუშავებული თანხის ნაწილი მოხმარდება გორელი ქუჩის
ძაღლების საჭიროებებს. ძაღლების ფსიქოლოგი გაგიწევთ კონსულტაციას
თქვენი ძაღლების ქცევის შესახებ'' - აღნიშნულია მიმართვაში.