შიდა ქართლის ტერიტორიაზე ღია წესით საბურავების წვის რამდენიმე ფაქტი
გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, გამოვლენილია სულ 5 შემთხვევა.
როგორც ირკვევა, კონკრეტული საწარმოების ტერიტორიაზე საბურავის
ნარჩენებს ღია წესით წვავენ. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, საბურავები
ჯერ ბუჩქებში მოათავსეს, შემდეგ დაწვეს.
მოქალაქეებმა დაარღვიეს როგორც ფოთლებისა და ბაღის ნარჩენების წვის
წესები, ასევე ე.წ. ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის წესი.
პირველი მათგანი ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, ხოლო მეორე - 1500
ლარს.