გორის მერია აპირებს, რომ სოფელ ატენში მოასფალტდეს 3 საუბნო გზა.
ამის გამო, პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.
ორ თვეში გახდება ცნობილი, თუ რომელ გზაზე დაიხარჯება 1,5 მლნ
ლარი.
სატენდერო კომისიის აპარატის თავმჯდომარე ტარიელ მეტრეველი ჯერ არ
აკონკრეტებს, თუ რომელი 3 შიდა გზის მოწესრიგება იგეგმება.
როგორც ცნობილია, ცენტრალური მაგისტრალური (ხიდისთავი-ატენი-ბოშურის
დამაკავშირებელი) გზა საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის.
2013-2017 წლებში სასმელი წყლის გაჭიანურებული პროექტების
განხორციელების დროს, სოფელ ატენში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა.