ოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 24 616 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 350 454.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
28.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.86%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3
382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი -
697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
138.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც:
6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 437, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 258. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში - 469, აჭარაში -
150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი,
მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 1 897 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490
- აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.