ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 25 161 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 375 615.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
29.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა - 2 011, იმერეთი - 3
730, ქვემო ქართლი - 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია - 642,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 253, მცხეთა-მთიანეთი -
597, სამცხე-ჯავახეთი - 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
106.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 219 007 საიდანაც:
6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 452, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 250. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 252 პირი, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში -
149, იმერეთში - 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პირი,
მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 42, იმერეთში - 31. 1 901 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 - თბილისში, 487
- აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.