დღეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია გაიმართა.
ორგანიზატორი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მათი ღამით, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მოსახლეობა გაძვირებულ
გადასახადს იხდის:
,,Კომუნალური გდასახადები სულს ხდის მოსახლეობას. დენის ტარიფი
გაიზარდა. ამ ფონზე სულ უფრო იზრდება ფასები სურსათზეც და
მედიკამენტებზეც. Ხელისუფება კი დაგვცინის და გვარწმუნებს, რომ ჩვენი
ეკონომიკა დუღს"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მიმდინარეობისას მობილიზებული იყო პოლიცია. ისინი ენმ-ს
წევრებს მოუწოდებდნენ, რომ შენობიდან 20 მ-ის მანძილზე
დამდგარიყვნენ.
ასევე, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდები აქციის
მონაწილეებთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ენმ-ს წევრებს პროტესტის
გამოთქმის უფლება არა აქვთ. კონტრაქციის წარმომადგენლები ამბობდნენ,
რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მოქალაქეებს
გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული ჰქონდათ.